გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: ანა დოლიძე, რომელიც მთელი ცხოვრება თაღლითებს, მევახშეებს ვითომ ებრძოდა და ძალიან მემარცხენე მიმართულება, სოციალური მიმართულება ჰქონდა თავის ნიშად აღებული, გაუერთიანდა ხაზარაძე მამუკას

18-07-2024

„ანა დოლიძე, რომელსაც მე ძალიან კარგად, ძალიან ახლოს ვიცნობ წარსულიდან და ვცდილობ, რომ ავარიდო მასზე ლაპარაკს თავი, მაგრამ ახლა არ გამომივა ეს ამბავი, რომელიც მთელი ცხოვრება თაღლითებს, მევახშეებს ვითომ ებრძოდა და ძალიან მემარცხენე მიმართულება, სოციალური მიმართულება ჰქონდა თავის ნიშად აღებული, გაუერთიანდა ხაზარაძე მამუკას“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.


მდინარაძის თქმით, თუ ანა დოლიძეს და მამუკა ხაზარაძეს გიორგი გახარიაც შეუერთდა, მათ პრინციპულები უნდა დაერქვათ. მან ასევე აღნიშნა, რომ ასეთი სახის გაერთიანება მხოლოდ აგენტურას შეუძლია.


„გახარიაც თუ შეუერთდა, მათ უნდა დავარქვათ პრინციპულები. საოცრებაა, წარმოუდგენელია, აგენტურის გარდა, ამას ვერავინ გააკეთებს. როგორ უნდა დამაძალოს, რა უნდა მითხრას, რა უნდა მაიძულოს, რა უნდა გადამიხადოს ადამიანმა, რომ წავიდე და დავჯდე "ნაცებში", მათ სიაში შევიდე, მათ შევუერთდე“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31