გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობას პოზიტიურად აფასებს

18-07-2024

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ გამოქვეყნებულ ახალ ანგარიშში ეროვნული ბანკის საქმიანობა პოზიტიურადაა შეფასებული. იგი მიმოიხილავს საქართველოს საინვესტიციო გარემოს, ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას და გატარებულ მონეტარულ თუ ფისკალურ პოლიტიკას. დოკუმენტში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ქვეყნის ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა ორიენტირებულია დაბალ დეფიციტზე, დაბალ ინფლაციასა და მცურავ გაცვლით კურსზე.

საინვესტიციო გარემოს ანგარიშში აქცენტი კეთდება სებ-ის მხრიდან ფინანსურ სანქციათა ეფექტურ მონიტორინგსა და ამ მხრივ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე.

"ფინანსური ინსტიტუტების მიერ სანქციების შესრულების სათანადო და ეფექტური მონიტორინგისთვის საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი განყოფილება შექმნა, რომელიც პასუხისმგებელია საერთაშორისო სანქციების შესაბამისობის შესახებ ფინანსური ინსტიტუტებისთვის შესაბამისი მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოს შემუშავებაზე და ეხმარება ფინანსური სექტორის წარმომადგენლებს გააცნობიერონ და შეასრულონ სანქციათა რეჟიმით გათვალისწინებული მოთხოვნები. საერთაშორისო ფინანსურ სანქციებთან შესაბამისობა სისტემატურად მოწმდება ფინანსური ინსტიტუტების ადგილზე შემოწმების დროს", - აღნიშნულია ანგარიშში.

ამასთან, ანგარიშში განხილულია საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო პოლიტიკა, რის შედეგადაც საფინანსო სექტორი და საბანკო სისტემა წარმატებით უმკლავდება გლობალურ გამოწვევებს.

"საბანკო სისტემა არის სტაბილური, კარგად კაპიტალიზებული, ლიკვიდური და მომგებიანი. ფინანსური სექტორი ინარჩუნებს კაპიტალისა და ლიკვიდობის სოლიდურ ბუფერებს პოტენციურ საფრთხეებთან გასამკლავებლად. უმოქმედო სესხების წილი კლებულობს. საქართველოს საბანკო ზედამხედველობის პრაქტიკა და რეგულაციები მნიშვნელოვნად პროგრესირდა და დიდწილად შეესაბამება ბაზელის/ევროკავშირის დირექტივებს", - აღნიშნულია ანგარიშში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930