18-07-2024
„ნიკა გვარამიას თვალი ეცა ვიღაცის და რაღაც სეგმენტზე მუშაობა გადაწყვიტა და მიხვდა, რომ რასაც ლაპარაკობდნენ იყო სპეკულაციური, იყო მხოლოდ და მხოლოდ დამაზიანებელი და ახლა ცდილობს, რომ სეგმენტი, რომელიც ობიექტურად ფიქრობს რამენაირად მოიმხროს,“ - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა გვარამიას განცხადების შესახებ დასმულ კითხვას, სადაც გვარამია რუსეთთან ეკონომიკურ თანამშრომლობაზე საუბრობს და აცხადებს, ტურისტების შემოდინება და ფრენების აღდგენა არის საზოგადოების დაკვეთა.
მამუკა მდინარაძის თქმით, ნიკა გვარამია მიხვდა, რომ რასაც ლაპარაკობდნენ იყო სპეკულაციური, დამაზიანებელი და ახლა ცდილობს, სეგმენტი, რომელიც ობიექტურად ფიქრობს რამენაირად მოიმხროს.
„მან [ნიკა გვარამია] მოინდომა ოდნავ მაინც სიმართლესთან დაახლოება- რომ მაგალითად, სანქცია დამაზიანებელია არა რუსეთისთვის, არამედ საქართველოსთვის, რასაც ისინი ითხოვდნენ. ფრენები არის კარგი იმიტომ, რომ ასი ათასობით ჩვენი მოქალაქე არის რუსეთში და ა.შ. და როგორც ჩანს მან მოინდომა, რომ იმ ადამიანებს, ვისაც ობიექტურად ფიქრის საშუალება აქვთ, მათი გული მოიგოს სიმართლის ლაპარაკით. თუ ხანდახან რაღაც სიმართლეს გამოურევენ ხოლმე, ჩვენ არ უნდა შეგვეშალოს იმიტომ, რომ ერთი და ორი წლის წინ ისინი ისეთივე სპეკულაციურ ტყუილებს ლაპარაკობდნენ, როგორც სხვა დანარჩენი. ნიკა გვარამიამ რაღაც სეგმენტზე მუშაობა გადაწყვიტა და მიხვდა, რომ რასაც ლაპარაკობდნენ იყო სპეკულაციური, იყო მხოლოდ და მხოლოდ დამაზიანებელი და ახლა ცდილობს, რომ სეგმენტი, რომელიც ობიექტურად ფიქრობს რამენაირად მოიმხროს, მაგრამ მისი ბნელი წარსულის, წარსული განცხადებების და მისი პარტიის აგენტურული მოქმედებების შესახებ ყველამ იცის და ვერ მოატყუებს ხალხს, რაც არ უნდა მესიჯები გაასწოროს,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.