გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიმდინარე წელს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ფალსიფიკაციის ფაქტები არ გამოვლენილა

19-07-2024

სურსათის ეროვნული სააგენტო აგრძელებს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტების შემოწმებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. 


2024 წელს ქვეპროგრამის „მცენარეთა დაცვა და ფიტოსანიტარიული კეთილსაიმედოობა" ფარგლებში შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ქ. თბილისში აღებულია 345 ნიმუში, მათ შორის, პესტიციდის 313 და აგროქიმიკატის 32 ნიმუში. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დარღვევა არცერთ ნიმუშში არ გამოვლენილა. 


წლიური პროგრამის ფარგლებში  განხორციელდა 380 სახელმწიფო კონტროლი, მათ შორის  310  გეგმური ინსპექტირება, 35 გეგმური ინსპექტირების გადამოწმება, 15 დოკუმენტური შემოწმება, ნიმუშები აღებულია 188 სარეალიზაციო ობიექტიდან.


გამოვლინდა შემდეგი შეუსაბამობები: საქმიანობა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და აღიარების გარეშე, მარკირების წესისა და შეფუთვა-დაფასოების წესის დარღვევა, ვადაგასული და არარეგისტრირებული პრეპარატის რეალიზაცია და უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული რეკომენდაციების შეუსრულებლობა.


სულ დაჯარიმდა 91 სარეალიზაციო ობიექტი.


მიმდინარე წელს სურსათის ეროვნული სააგენტო პესტიციდისა და აგროქიმიკატის 500 ნიმუშის აღებას გეგმავს.


არარეგისტრირებული, ფალსიფიცირებული, ვადაგასული, გამოსაყენებლად უვარგისად მიჩნეული აგროქიმიკატი ან პესტიციდი სერიოზული ზიანის მომტანია როგორც სოფლის მეურნეობისათვის, ასევე ადამიანისა და გარემოსათვის. ხარისხიანი და უვნებელი მოსავლის მისაღებად მნიშვნელოვანია არაორგანიზებული რეალიზაციის ფაქტების აღკვეთა, მცენარეთა დაცვის საშუალებების ბაზარზე განთავსებისა და რეალიზაციის პირობების რეგულირება, სანიტარიული ნორმები და შენახვის პირობები, რასაც სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტი მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად ახორციელებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930