გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სენაკში მე-2 ქვეითი ბრიგადის დაარსების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

19-07-2024

საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 32 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სენაკის სამხედრო ბაზის სამწყობრო მოედანზე საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. პირად შემადგენლობას ბრიგადის იუბილე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცეს. ირაკლი ჩიქოვანმა განსაკუთრებით აღნიშნა მე-2 ქვეითი ბრიგადის როლი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვისა და მსოფლიოში მშვიდობის განმტკიცების საქმეში. მან მადლობა გადაუხადა სამხედრო მოსამსახურეებს ბრიგადის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.


დღესვე, სენაკში მე-2 ქვეითი ბრიგადის დროშის გადაბარების ცერემონიალი გაიმართა. ბრიგადის ახალ მეთაურს, პოლკოვნიკ ირაკლი კალანდაძეს ყოფილმა მეთაურმა, პოლკოვნიკმა ირაკლი ჭითანავამ დროშა ოფიციალურად გადააბარა.


ოფიციალური ღონისძიების დაწყებამდე, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თავდაცვის ძალების მეთაურმა, თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა კობა გრიგოლიამ და მე-2 ქვეითი ბრიგადის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ირაკლი კალანდაძემ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.


საიუბილეო ღონისძიებაზე, სამხედრო მოსამსახურეები უწყებრივი მედლებითა და საშტატო იარაღით დაჯილდოვდნენ. ღონისძიების დასასრულს, მოწვეულმა სტუმრებმა სამხედრო ბრიგადის კუთვნილი ტექნიკა და შეიარაღება დაათვალიერეს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930