21-07-2024
დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, რომელმაც 2022 წლის გაზაფხულზე ჩაშალა სტამბოლის სამშვიდობო მოლაპარაკება, ახლა უტიფრად აცხადებს, რომ დონალდ ტრამპს აქვს ძალა და გამბედაობა, გამოასწოროს ყველაფერი, გადაარჩინოს უკრაინა, მოიტანოს მშვიდობა და შეაჩეროს კონფლიქტის დესტრუქციული გავრცელება,- ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.
ანალიტიკოსის თქმით, ბინძურ კომბინაციებში, სადაც მდიდარი და გავლენიანი "მტაცებლების" დიქტატია, ნებისმიერი საღად მოაზროვნე ქართველი უნდა უმადლოდეს "ქართულ ოცნებას", რომ დიდ კატასტროფას გადაარჩინა საქართველო. მანვე აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, დასამშვიდებლად ჯერ არავის აქვს საქმე, საქართველო აგრძელებს "ბეწვის ხიდზე" სიარულს.
"საშინელებაა იმის გაცნობიერება, რომ ე.წ. გეოპოლიტიკურ ფუჭ თამაშებში პაიკივით გამოიყენეს და დააქციეს უკრაინა, ახლა კი მშვიდობისმყოფელობაზე აწრიალდნენ, ექს-პრემიერი ჯონსონი: ტრამპს უკრაინის გადარჩენა შეუძლია.
როგორი ყალბი აღმოჩნდა ის დაპირებები, რომ უკრაინას დაეხმარებოდნენ, სადამდეც საჭირო იქნებოდა, პუტინს დაამარცხებდნენ და ა.შ. იმავდროულად, სუვერენულ საქართველოს შეუტიეს ყველა მხრიდან შეძახილებით, რომ "მეორე ფრონტი" გაეხსნა თვითგანადგურებისთვის, თუმცა "გლობალური ომის პარტიის" ხანმოკლე ინტერესების სასარგებლოდ.
დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, რომელმაც 2022 წლის გაზაფხულზე ჩაშალა სტამბოლის სამშვიდობო მოლაპარაკება, ახლა უტიფრად აცხადებს, რომ დონალდ ტრამპს აქვს ძალა და გამბედაობა, გამოასწოროს ყველაფერი, გადაარჩინოს უკრაინა, მოიტანოს მშვიდობა და შეაჩეროს კონფლიქტის დესტრუქციული გავრცელება.
ამ ბინძურ კომბინაციებში, სადაც მდიდარი და გავლენიანი "მტაცებლების" დიქტატია, ნებისმიერი საღად მოაზროვნე ქართველი უნდა ვუმადლოდეთ "ქართულ ოცნებას", რომ დიდ კატასტროფას გადაარჩინა საქართველო. სამწუხაროდ, დასამშვიდებლად ჯერ არავის გვაქვს საქმე, ვაგრძელებთ "ბეწვის ხიდზე" სიარულს...
მშვიდობა და აღორძინება გმირ უკრაინელ ხალხს, რომელიც უძლებს რუსულ ოკუპაციას და ანგარებიან ავაზაკებს როგორც მის ხელისუფლებაში, ასევე გარედან, ომის წამქეზებელთა მხრიდან!" - წერს აბაშიძე.