22-07-2024
ლატვიის პრეზიდენტი რამდენიმე თვის წინ ითხოვდა რუსეთისთვის საქართველოს მხრიდან სანქციების დაწესებას, ასეთი მოთხოვნების ფონზე მისი არც ერთ განცხადება არ უნდა გაგვიკვირდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ლატვიის პრეზიდენტი გამოირჩევა ისეთი განცხადებებით, რომლებითაც მთელი რიგი სხვა პოლიტიკოსები არ გამოირჩევიან.
„ლატვიის პრეზიდენტი რამდენიმე თვის წინ ითხოვდა რუსეთისთვის საქართველოს მხრიდან სანქციების დაწესებას. ასეთი მოთხოვნების ფონზე მისი არც ერთ განცხადება არ უნდა გაგვიკვირდეს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ჟურნალისტის კითხვას, ხომ არ იქნება ეს გამოყენებული ოპოზიციის მხრიდან, პრემიერ-მინისტრმა უპასუხა, რომ გამოყენებული იქნება, თუმცა ეს მათი საქმეა.
„საზოგადოებას ეს არ აინტერესებს. როდესც საზოგადოება ისმენს უცხოელი პოლიტიკოსებისგან სამართლიან განცხადებებს, ეს არის საინტერესო, როცა ისმენს უსამართლო განცხადებებს, ეს არ არის საინტერესო", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.