გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ხალხის ძალა“: იქამდე, სანამ ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ევროკავშირიდან საქართველოს მიმართ სრულიად დაუსაბუთებელი კრიტიკის ნიაღვარი მომდინარეობს, ეს ნიშნავს, რომ ომის საფრთხე არსად წასულა და ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ

25-07-2024

„ხალხის ძალა“ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ იქამდე, სანამ ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ევროკავშირიდან საქართველოს მიმართ სრულიად დაუსაბუთებელი კრიტიკის ნიაღვარი მომდინარეობს და ანტაგონისტური დამოკიდებულება გრძელდება, ეს ნიშნავს, რომ ომის საფრთხე არსად წასულა და ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ.


ასევე ნათქვამია, რომ როგორც კი ომი დასრულდება და გეოპოლიტიკური სიტუაცია გადალაგდება, საქართველოს მიმართ დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვლება.


„იქამდე, სანამ ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ევროკავშირიდან საქართველოს მიმართ სრულიად დაუსაბუთებელი კრიტიკის ნიაღვარი მომდინარეობს და ანტაგონისტური დამოკიდებულება გრძელდება, ეს ნიშნავს, რომ ომის საფრთხე არსად წასულა და ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ. რაც უფრო გაძლიერდება და გამწვავდება ქმედებები საქართველოს წინააღმდეგ, ეს იმას ნიშნავს, რომ მით უფრო დიდია ინტერესი ჩვენ ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნის. ეს არის მარტივი ჭეშმარიტება და ძალიან სასიხარულოა, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ეს უკიდურესად სახიფათო რისკები სრულად აქვს გაცნობიერებული. როგორც კი ომი დასრულდება და გეოპოლიტიკური სიტუაცია გადალაგდება, საქართველოს მიმართ დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვლება. როდესაც ჩვენს სამშობლოში მეორე ფრონტის გახსნის ინტერესი გაქრება, პარტნიორები ისევ ჩვეულ რიტორიკას დაუბრუნდებიან და ურთიერთობები აუცილებლად გადაიტვირთება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველო, მისი უნიკალური მდებარეობიდან გამომდინარე ზუსტად ისევე სჭირდება ამერიკას და ევროკავშირს, როგორც საქართველოს სჭირდება ამერიკა და ევროკავშირი, თუმცა, სანამ არ დაიწყება ურთიერთობების გადატვირთვა და გაგრძელდება ჩვენი ქვეყნის და ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების უსაფუძვლო კრიტიკა, ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ ომის საფრთხე კვლავ რეალურია!“-აღნიშნულია განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930