9-10-2018
რუსთავში, ფალიაშვილის ქუჩაზე საპატრულო და კრიმინალური პოლიცია იყო მობილიზებული.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით ადგილზე პატრული 20 წლის გოგონამ გამოიძახა, რომელიც აცხადებდა რომ მასზე 55 წლის მამამ იძალადა. გავცელებული ინფორმაციით მამა-შვილს შორის საუბარი კამათში გადაიზარდა რა დროსაც მამამ შვილს ხელზე უკბინა. 20 წლის გოგონა პოლიციამ უკვე გამოკითხა.
შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს რომ - "ფაქტზე გამოძიება 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს, დაკავებულია მამა".
16-11-2024
16-11-2024