27-07-2024
„აგენტურისთვის მთელი უბედურება ისაა, რომ როცა ხელს მოაწერენ რაღაცას, მერე არავინ ეკითხება მათ თუ როგორ სურთ მოიქცნენ,“ - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მან გაიხსენა გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების შემდეგ განვითარებული მოვლენები და აღნიშნა, რომ რადიკალებს სწორედ ამ კანონის გამო მოუწიათ იმ ძალების მობილიზება და გამოყენება გაზაფხულზე, რასაც ოქტომბერში, არჩევნებისთვის გეგმავდნენ. „აქაურ რადიკალებს ეგონათ, რომ გამჭვირვალობის კანონს გაგვაწვევინებდნენ, მაგრამ დაინახეს, რომ ასე არ მოხდა, რადგან ხალხმა მათ მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია არ მიიღო. ამიტომ, მოუწიათ იმ ძალების მობილიზება და გამოყენება გაზაფხულზე, რასაც ოქტომბერში, არჩევნებისთვის გეგმავდნენ. თუ გაიხსენებთ, თავიდან, როცა კანონი შემოვაბრუნეთ, აქაური რადიკალები აცხადებდნენ, რომ ამ პროვოკაციას არ ავყვებით, უნდათ რომ ხალხი გამოვიყვანოთო და ა.შ. მერე კი, როგორც ჩანს, სხვა დავალება მიიღეს გარედან. ამიტომ ვამბობთ სწორედ, რომ ამ კანონს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა,“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.