გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამარ ჩიბურდანიძე: პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიით შეურაცხყვეს ყველა მორწმუნის რელიგიური გრძნობები, რაც უკვალოდ არ ჩაივლის

28-07-2024

„მსოფლიო ორი იდეოლოგიის გარდაუვალი ჯახის წინაშე დგას და ეს არ ჩაივლის მარტივად“, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.


მისივე თქმით, პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალზე, „საიდუმლო სერობის“ გარყვნილების სცენად წარმოჩენა მიზანმიმართული აქცია იყო მსოფლიოში გაძლიერებული მემარჯვენე იდეოლოგიის წინააღმდეგ.


„ლიბერალიზმი გარყვნილების უმაღლეს მწვერვალზე ავიდა და ოლიმპიადაც კი, რომელიც მშვიდობის, ღირსების, ჯანსაღი ცხოვრების წესის დასამკვიდრებლად დაფუძნდა, უღმერთობის და გარყვნილების სცენად აქციეს. ეს არის კულმინაცია, რომელმაც აგრესიაში ჩააგდო მსოფლიოში გაძლიერებული რადიკალური კონსერვატიზმი.


მსოფლიო ორი იდეოლოგიის გარდაუვალი ჯახის წინაშე დგას და ეს არ ჩაივლის მარტივად. ლიბერალურმა ფაშიზმმა წარმოშვა სწორედ რადიკალური კონსერვატიზმი. პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის რელიგიური გრძნობების შეურაცხმყოფელ სცენებს გამოეხმაურა თითქმის მთელი მსოფლიოს პროგრესულად მოაზროვნე საზოგადოება. “საიდუმლო სერობის” გარყვნილების სცენად წარმოჩენა ქრისტეს ამაღლებიდან დღემდე, ჯერ არავის გაუბედავს ასე საჯაროდ. ეს იყო მიზანმიმართული აქცია მსოფლიოში გაძლიერებული მემარჯვენე იდეოლოგიის წინააღმდეგ. თუმცა, ამ აქტით ლიბერალიზმი რელიგიურ ფაშიზმად თავად წარმოგვიდგინეს, რასაც აუცილებლად მოჰყვება შესაბამისი რეაქციები.


ოლიმპიადის გახსნის გარყვნილი სცენებით მემარჯვენეების გაღიზიანება, დღეს ყველაზე მეტად ხელს აძლევს და აძლიერებს ტრამპის საარჩევნო კამპანიას. როგორც ჩანს, ლიბერალებს ამდენი ტვინი არ ეყოთ, რომ ეს გაეთვალათ. პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიით შეურაცხყვეს ყველა მორწმუნის რელიგიური გრძნობები, რაც უკვალოდ არ ჩაივლის,“ - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2024    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031