გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე „იმედის“ მიმართ ბულინგზე: რა სჭირთ ამ ბოლო დღეებში ფსევდოლიბერალებს?

28-07-2024

ცუდი და ამორალურია რომელიმე განსხვავებული ცხოვრების წესის მქონე ადამიანების უფლებების მხარდაჭერა? მკრეხელობაა? მსგავსი რამ „ქართული ოცნების“ ყველაზე კონსერვატორ ამომრჩეველსაც არ უთქვამს, ჩვენ მხოლოდ ამორალურ და მომავალი თაობების დამაზიანებელ პროპაგანდას ვებრძვით!, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ტელეკომპანია „იმედის“ მიმართ დაორგანიზებულ ბულინგს.


მდინარაძის თქმით, გარდა იმისა, რომ ფსევდოლიბერალებმა ემანუელ მაკრონის მიერ X-ზე გამოქვეყნებული პოსტი არ მოიწონეს, მათ რუსეთის მიმართ სანქციებიც აღარ მოსწონთ, ომზე ხომ საერთოდ ზედმეტია საუბარი და ერთი დარჩათ, რომ თქვან, ცოტა ხნის წინ მიღებული კანონი რუსული კი არა, გამჭვირვალობისაა და უდავოდ სასარგებლო, ქართული, ეროვნულია და ქვეყნის სუვერენიტეტს ამყარებსო.


„დაორგანიზებული ბულინგი ტელეკომპანია „იმედის” მიმართ: მაკრონმა ლგბტ პირების მიმართ მხარდაჭერა კი არ გამოხატა, უბრალოდ მის მიერ გამოყენებული ფრანგული სიტყვის პირდაპირი თარგმანი „სიამაყეა” და სხვა აზრის ძებნა ამ სიტყვაში, უბრალოდ, ამორალურობააო, ოლიმპიადის გახსნიდან გამომდინარე კონტექსტიც საერთოდ არანაირ კავშირშიაო… და ასეთი ისტერია საქართველოში რატომ? ცუდი და ამორალურია რომელიმე განსხვავებული ცხოვრების წესის მქონე ადამიანების უფლებების მხარდაჭერა? მკრეხელობაა? მსგავსი რამ „ქართული ოცნების“ ყველაზე კონსერვატორ ამომრჩეველსაც არ უთქვამს, ჩვენ მხოლოდ ამორალურ და მომავალი თაობების დამაზიანებელ პროპაგანდას ვებრძვით!


რა სჭირთ ამ ბოლო დღეებში ფსევდოლიბერალებს? რუსეთის მიმართ სანქციებიც კი აღარ მოსწონთ, აღარ ითხოვენ! ომზე ხომ საერთოდ ზედმეტია საუბარი, ბომბებით წვა კი არა, მშვიდობაზე ლოცულობენ… ერთი დარჩა, ცოტა ხნის წინ მიღებული კანონი რუსული კი არა, გამჭვირვალობისაა და უდავოდ სასარგებლო, ქართული, ეროვნულია და ქვეყნის სუვერენიტეტს ამყარებსო - უნდა თქვან. დანარჩენში უკვე ზედმეტად გადაგვისწრეს“, - წერს მდინარაძე სოციალურ ქსელში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2024    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031