გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ხობის მერიის 4 თანამშრომელი ისრაელში არ შეუშვეს

9-10-2018

ხობის მერიის 4 თანამშრომელი ისრაელში არ შეუშვეს. საქართველოს მოქალაქეები სადეპორტაციო ცენტრში არიან გადაყვანილები. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დღეს გამოემგზავრებიან. რაც შეეხება მათ ისრაელში არ შეშვების მიზეზს, საგარეო საქმეთა სამინისტროში ამ ეტაპზე მიზეზებს არ აკონკრეტებენ.


„აღნიშნულ პირებს ისრაელში შესვლაზე უარი უთხრა ისრაელის მიგრაციის სამსახურმა. როგორც კონსულს ისრაელის შესაბამის სამსახურში განუცხადეს, საქართველოს ოთხივე მოქალაქე გადაიყვანეს სადეპორტაციო ცენტრში და დღეს გამოემგზავრებიან სამშობლოში. რაც შეეხება სადეპორტაციო დაწესებულების პირობებს, როგორც ისრაელის მხარე აცხადებს, იგი თანაბარია ყველასთვის და საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებაში გადამეტებული მოპყრობის ფაქტს ადგილი არ აქვს“, - განაცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.


მერის მოადგილის, ვარაზ გაბედავას თქმით, თანამშრომლების დაკავების შესახებ მედიის საშუალებით გაიგო და დეტალები არ იცის.


"ეს თანამშრომლები იყვნენ შვებულებაში და ისე წავიდნენ, როგორც ტურისტები. შემდეგ იქ რა მოხდა, არ ვიცი, ვერაფერს გეტყვით", - განაცხადა ვარაზ გაბედავამ.


მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შვებულებით ამ დროისთვის 14 თანამშრომელი სარგებლობს.



ipn.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031