გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაალ მიქელაძე „ედისონ რისერჩის“ კვლევაზე: გაიღვიძეთ! სიზმარშიც კი, სწორ გაჩერებებს გაცდით! შემდეგი გაჩერება არ იქნება „უკრაინიზაცია“!!! 26 ოქტომბერს შედგება მშვიდობიანი, სუვერენული საქართველო

29-07-2024

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზაალ მიქელაძე „ედისონ რისერჩის“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებს ეხმიანება.


„ედისონის“ მკვლევრებმა სიმბოლურად, 41-41% დაუწერა საკუთარ არჩევანში ჩაკარგულებს- ბოკუჩავა/ვაშაძეს“- წერს ზაალ მიქელაძე და სხვა ოპოზიციონერების შედეგებსაც აფასებს.


მისი თქმით, ყველასგან დავიწყებულ მარგველაშვილს და სალომე ზურაბიშვილს „ედისონ რისერჩმა“ 63-63 % დაუწერა და არც შალვა ნათელაშვილი დაავიწყდა, რომელსაც 40% დაუწერა.


სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში დეპუტატი წერს, რომ „ედისონ რისერჩის“ კვლევა “სწორ გაჩერებებს გაცდა“ და საქართველოს უკრაინიზაცია არ მოხდება.


„დაცინვაცაა და დაცინვაც... „ედისონის“ მკვლევრებმა სიმბოლურად, 41-41% დაუწერა საკუთარ არჩევანში ჩაკარგულებს- ბოკუჩავა/ვაშაძეს. უფრო შორს წავიდნენ „ედისონელები“ - ერისა და ბერის დავიწყებული ექსპრეზიდენტი მარგველაშვილი რეიტინგებს სათავეში ჩაუყენა, ნაცანასხლეტების შემკრებ ზურაბიშვილთან ერთად - 63-63%. არ აწყენინეს შალიკოს (არ დაუკარგეს ფანჩატურში შეფარება) და 40% დაუწერეს, თუმცა პარტიულ რეიტინგში ბარიერს ახლოსაც არ მიაკარეს.


გაიღვიძეთ! სიზმარშიც კი, სწორ გაჩერებებს გაცდით! შემდეგი გაჩერება არ იქნება ,,უკრაინიზაცია" !!! 26 ოქტომბერს შედგება მშვიდობიანი, სუვერენული საქართველო,“ - წერს ზაალ მიქელაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2024    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031