გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, აგვისტო 13, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: თენგიზ ცერცვაძის გარდაცვალება ძალიან დიდი დანაკლისია ჩვენი ქვეყნისთვის, მან დიდი წვლილი შეიტანა ქართული მედიცინის განვითარებაში

1-08-2024

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თენგიზ ცერცვაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.  


როგორც ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, თენგიზ ცერცვაძემ ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ქართული მედიცინის განვითარებაში.  


„მინდა, ღრმა მწუხარება გამოვთქვა ბატონი თენგიზ ცერცვაძის გარდაცვალების გამო. ბატონი თენგიზი მრავალი წლის მანძილზე ემსახურებოდა ქვეყანას, ადამიანებს, ადამიანების ჯანმრთელობას. მან ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ქართული მედიცინის განვითარებაში და მინდა, მივუსამძიმრო მის ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებს. ძალიან დიდი დანაკლისია ჩვენი ქვეყნისთვის ბატონი თენგიზ ცერცვაძის გარდაცვალება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031