გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლანჩხუთის მერის წარმომადგენელი"მთავარ არხს"სასამართლოში უჩივის

1-08-2024

ლანჩხუთის მერის წარმომადგენელი სოფელ აცანაში იზა მათითაიშვილი"მთავარ არხთან" სასამართლო დავას იწყებს, საქმე ეხება რეპორტაჟს, რომელიც რამდენიმე დღის წინ ტელევიზიის ეთერში გავიდა, იზა მათითაიშვილის თქმით, ტელეკომპანიამ და ერთ-ერთმა ადგილობრივმა ის  დაადანაშაულა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, თითქოს მოქალაქეებს, რომლებიც სახელმწიფო პროგრამის"საზოგადოებრივ სამუშაოზე დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამაში" არიან ჩართულები, საკუთარ ოჯახში იძულების წესით ამუშავებს, რაც სიცრუე და მისი როგორც საჯარო მოხელის დისკრედიტაციის მცდელობაა.


„ეგრეთწოდებული კრიტიკული მედიის,ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების გავლენების ქვეშ მყოფი „მთავარი არხის" ჟურნალისტმა შაბათს საინფორმაციო გამოშვებაში ჩემს შესახებ წარმოუდგენელი სიცრუე გაავრცელა, კერძოდ ჟურნალისტი და ერთ-ერთი ადგილობრივი მოსახლე სიუჟეტში ყვებიან , რომ თითქოს უფლებამოსილებას ბოროტად ვიყენებ, საკუთარ ოჯახში იძულების წესით ვამუშავებ მოქალაქეებს, რომლებიც სახელმწიფო პროგრამის"საზოგადოებრივ სამუშაოზე დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამაში" არიან ჩართულები.ეს არის წარმოუდგენელი სიცრუე, დეზინფორმაცია და შეურაცხყოფა ჩემი ოჯახის, მოსახლეობაში ჩემი როგორც საჯარო მოხელის, სახელის და ავტორიტეტის დისკრედიტაციის მცდელობა!


წლებია საჯარო სამსახურში დაუღალავად ვმუშაობ, ვემსახურები ჩემს ქვეყანას და ჩემს ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ მოსახლეობას,ვამაყობ ჩემი სამსახურით და იმ გუნდით,რომელთან ერთადაც არაერთ პროექტს ვახორციელებთ ჩვენს სოფლებში.


არავის არ მივცემ უფლებას პოლიტიკური ქულების ჩაწერის მიზნით მოახდინოს დისკრეტიდაცია ჩემი როგორც საჯარო მოხელის, რა თქმა უნდა არ ვაპირებ აღნიშნული დეზინფორმაციის უპასუხოდ დატოვებას და ვაპირებ სამართლებრივად დავამტკიცო ჩემი სიმართლე, დარწმუნებული ვარ ყველაფერი გაირკვევა და ფარდა აეხდება იმას, რაც ახლა ჩემს ირგვლივ ხდება,"-წერს სოციალურ ქსელში იზა მათითაიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31