გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
მაიკლ კარპენტერი: ის, რასაც რუსები ლუგარის ცენტრის შესახებ აცხადებენ, სრული სიგიჟეა

9-10-2018

საერთაშორისო რუსულენოვანი ტელეარხ RTVi-ის ეთერში ჟურნალისტი ესაუბრება პენტაგონის ექს-მაღალჩინოსან მაიკლ კარპენტერს, რომელიც იმ დროს მუშაობდა აშშ-ის თავდაცვის სამინისტროში, როცა თბილისში რიჩარდ ლუგარის სახელობის ცენტრი შეიქმნა.


საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:


„რასაც რუსი გენერალი აცხადებს, ტყუილი და სიცრუის პროპაგანდაა, თანაც იმ დროს, როცა საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების კამპანია მიმდინარეობს. საერთოდ, დროის შერჩევის ფაქტორი რუსებისათვის მნიშვნელოვანია - მათი სადაზვერვო ქსელი ხომ ბოლო დროს ბევრგან ამხილეს... რაც შეეხება იმის მტკიცებას, რომ ლუგარის ლაბორატორიას თითქოსდა პენტაგონი აფინანსებს, ეს სრული სიგიჟე და დეზინფორმაციაა. ვის მონაყოლს ეფუძნება ეს ყველაფერი? იგორ გიორგაძის ნათქვამს, რომელსაც საბჭოთა „კაგებეს“ აკადემია აქვს დამთავრებული და იგი მჭიდროდაა დაკავშირებული რუსულ სპეცსამსახურებთან. იგი აშკარად ცილისმწამებლურ კამპანიას ეწევა, მას საქართველოში არავინ ენდობა. ლუგარის ცენტრი საქართველოში იმიტომ გაიხსნა, რომ ჩვენ გვჭირდებოდა ლაბორატორია, სადაც სწრაფად იქნებოდა განსაზღვრული ვირუსის შტამები. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ამის შესაძლებლობა აშშ-ის ფარგლებს გარეთ გვქონოდა. რატომ მაინცდამაინც საქართველო? ორი მიზეზით: პირველი - იყო იმის აუცილებლობა, რომ მსგავსი დაწესებულება სწორედ ამ რეგიონში ყოფილიყო. მეორე - საქართველოს იმ დროს, როგორც ჩვენს პარტნიორს, ვენდობოდით. ჩვენ არ გვინდოდა სამხედრო ყოფნის გაფართოება, მაგრამ იმავდროულად მნიშვნელოვნად მიგვაჩნდა თანამშრომლობის განვითარება იმ სფეროებში, რომლებსაც წინააღმდეგობრივად არ ვთვლიდით. ასეთ პროექტად ჯანდაცვის კვლევები მივიჩნიეთ. სხვათა შორის, რუსეთ-აშშ-ის ურთიერთობის „გადატვირთვის“ პერიოდში ერთობლივი პროექტები მოსკოვშიც განვახორციელეთ, მაგალითად ტუბერკულოზთან დაკავშირებით.


ჩემი აზრით, რუსეთის მიერ დაწყებული კამპანია აშშ-ის დისკრედიტაციას ემსახურება ქართველი ამომრჩევლების თვალში, საქართველოს პრონატოურ-პროამერიკული ძალების დისკრედიტაციას. თვითონ იგორ გიორგაძის მომხრეებიც ისეთი ადამიანები არიან, რომლებიც ნატოს წინააღმდეგ და რუსეთის სასარგებლოდ გამოდიან. (...)


ქართულ საზოგადოებაში დასავლური რწმენის შეცვლის საფრთხე არსებობს. ყურადღება მიაქციეთ საარჩევნო კამპანიის დროს გაჟღერებულ ზოგიერთ გამონათქვამს და თვით მმართველი პარტიის წარმომადგენლების განცხადებებს. ზოგიერთი პოლიტიკოსის ნათქვამში კრემლის მიმართ თბილი ნოტები ჩანს, იმავდროულად იგრძნობა ცივი დამოკიდებულება ევროატლანტიკური ინსტიტუტებში საქართველოს ინტეგრაციის მიმართ. აშკარაა, რომ ქართულ პოლიტიკაში ცვლილებები მიდის, მოსკოვი კი ცდილობს ქართველ პოლიტიკოსებში ანტიდასავლური განწყობა გააღვივოს“.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930