გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივლისი 04, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თავდაცვის მინისტრი სამხედრო კაპელანებს შეხვდა

2-08-2024

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თავდაცვის ძალების კაპელანთა კორპუსთან შეხვედრა გამართა. ირაკლი ჩიქოვანმა ქართული ჯარისთვის კაპელანების მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა და სამხედრო მოძღვრებს კაპელანის ინსტიტუტის გაძლიერებაში თანადგომა აღუთქვა. მინისტრმა მზაობა გამოხატა, ხელი შეუწყოს სამხედრო ქვედანაყოფებში ტაძრებისა და სამლოცველოების აღმშენებლობას.


თავდაცვის ძალების მთავარმა კაპელანმა, დეკანოზმა დავით ლონდარიძემ ირაკლი ჩიქოვანს კაპელანთა ინსტიტუტის მიმართ გამოჩენილი ყურადღებისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა და კაპელანთა კორპუსის სახელით, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელს სიმბოლური საჩუქარი - სახარება გადასცა.

თავდაცვის უწყების ფინანსური დახმარებითა და მხარდაჭერით თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში აშენებულია და მოქმედებს 19 ტაძარი, ხოლო მშენებლობის პროცესშია 5 ეკლესია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031