გაიგე განსხვავებული

შაბათი, ივლისი 05, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მუხროვანის ბაზაზე პირადი დაცვისა და სნაიპერთა მომზადების კურსები დასრულდა

3-08-2024

საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობის მაიორ გელა ჭედიას სახელობის საწვრთნელ ცენტრში პირადი დაცვისა და სნაიპერთა მომზადების კურსები ერთობლივად დასრულდა. სწავლებაში ჩართული იყო ეროვნული გვარდიის პირადი შემადგენლობაც. სამხედრო მოსამსახურეებს რთული და მნიშვნელოვანი კურსების წარმატებით დასრულება სპეციალური ოპერაციების სარდალმა, პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა მიულოცა და წარმატებები უსურვა. მან ინსტრუქტორებს კურსების უსაფრთხოდ და მაღალ დონეზე ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადა. მონაწილეებს სერტიფიკატები და სპეციალურად დამზადებული სამკერდე ნიშნები გადაეცათ.


მუხროვანის ბაზაზე სპეციალური ოპერაციების სარდლობის სამხედროებმა ეროვნული გვარდიის პირად შემადგენლობასთან ერთად საჩვენებელი სწავლება გამართეს. იმიტირებული სცენარის მიხედვით სწავლებაში მნიშვნელოვანი ობიექტის დაცვის უზრუნველყოფის ამოცანები შესრულდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031