გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოფელ ნოსტეში ხელოვნურ საფარიანი სპორტული მოედნის მშენებლობა მიმდინარეობს

5-08-2024

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსტეში, ადგილობრივი ახალგაზრდების მოთხოვნით ხელოვნურ საფარიანი სპორტული მოედნის მშენებლობა მიმდინარეობს.


კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, სამუშაო პროცესს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე საკრებულოს თავმჯდომარესთან შოთა ბეგლარაშვილთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.


პროექტს შპს „ნიუ ჩინ“ახორციელებს, რომელიც მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.


ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით მუნიციპალიტეტში გრძელდება სპორტული ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31