გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გურამ მაჭარაშვილი: ტალიავინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ 2008 წლის აგვისტოში სამართლებრივი საფუძველი შეუქმნეს რუსეთს საქართველოში შემოსვლისთვის

13-08-2024

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი „რადიო თავისუფლების“ მიერ, შვეიცარიელ დიპლომატთან, ჰაიდი ტალიავინთან 9 აგვისტოს გამოქვეყნებულ ინტერვიუს, სადაც ჰაიდი ტალიავინი ამბობს, რომ აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველოს ყოფილი ხელისუფლების მიმართ კითხვები უნდა დაისვას, მედიასთან გამოეხმაურა.


გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ტალიავინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ 2008 წლის აგვისტოში სამართლებრივი საფუძველი შეუქმნეს რუსეთს საქართველოში შემოსვლისთვის. „ტალიავინმა დაადასტურა ის, რაც ფაქტი და მოცემულობაა. რაც 16 წლის წინ იყო, ახლა ხომ ვერ შეიცვლებოდა? რაც თავად „ნაცმოძრაობის“ რეჟიმმა დაადასტურა რეზოლუციაში, იმას როგორ შეცვლი?“


ამ ინტერვიუში ტალიავინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ 2008 წლის აგვისტოში სამართლებრივი საფუძველი შეუქმნეს რუსეთის ფედერაციას საქართველოში შემოსვლისთვის. ამას რეზოლუციაში შავით თეთრზე წაიკითხავს ნებისმიერი მოქალაქე,“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31