გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო კვარაცხელია ზუგდიდის ტრაგედიაზე: მარტივია დააბრალო მთავრობას, უბრალოდ, რომ ირაზმებით, ათას სისაძაგლეს იგონებთ, ან ღმერთის არ გეშინიათ, ან საკუთარ სინდისთან ღამე მარტო დარჩენის? გლოვაც რომ არ შეგიძლიათ, რამე წმინდა დარჩა თქვენთვის?

13-08-2024

„ჩვენ ვერ ვისწავლეთ ტრაგედიის გლოვა და მუდმივად ვაბრალებთ მომხდარს სხვას, მარტივია დააბრალო მთავრობას, მაგრამ რეალურად რომ გავერკვეთ ამ ბავშვებს სოციალური მომსახურების სააგენტო უხდიდა 1100 ლარს, ამას პლუს 400 ლარს ე.წ. ბავშვების კვების ვაუჩერს“, - წერს სამოქალაქო აქტივისტი ნინო კვარაცხელია ზუგდიდში ორი არასრულწლოვანის ხანძრის შედეგად გარდაცვალების შესახებ.


როგორც კვარაცხელია აღნიშნავს, კონკრეტული პირები სპეკულირებენ, ცდილობენ, ჯოხი მარტივად სხვაზე გადატეხონ და ყველაფერი მთავრობას დააბრალონ.


მისივე თქმით, ზუგდიდის მერიის დადანაშაულება მომხდარ ტრაგედიაში ასევე უსაფუძვლოა, ვინაიდან აღნიშნული ოჯახი ქობულეთიდანაა და ზუგდიდში არ აქვთ რეგისტრაცია გავლილი.


„უმძიმესი დილა გათენდა ზუგდიდისთვის, თვალწინ მიდგას ამ ორი უსაყვარლესი პატარების განწირული თვალები და მთელი დღე ცრემლი არ შემშრობია. ჩვენ ვერ ვისწავლეთ ტრაგედიის გლოვა და მუდმივად ვაბრალებთ მომხდარს სხვას, მარტივია დააბრალო მთავრობას, მაგრამ რეალურად რომ გავერკვეთ ამ ბავშვებს სოციალური მომსახურების სააგენტო უხდიდა 1100 ლარს, ამას პლუს 400 ლარს ე.წ. ბავშვების კვების ვაუჩერს. როგორც მეზობლები ამბობდნენ ოჯახს არ ჰქონდა მაცივარი, არც კონდიციონერი და რატომ ვერ გადაიხადა 1500 ლარიდან მაქსიმუმ 10 ლარი დენის ფული? აქ დამნაშავე სახელმწიფოა რომელიც უხდის ოჯახს 1500 ლარს? არავის არაფერში არ ვადანაშაულებ, არ არის ეგ ჩემი საქმე, უბრალოდ რომ ირაზმებით, ათას სისაძაგლეს იგონებთ და ცდილობთ ჯოხი მარტივად სხვაზე გადატეხოთ ან ღმერთის არ გეშინიათ, ან საკუთარ სინდისთან ღამე მარტო დარჩენის? გლოვაც რომ არ შეგიძლიათ, რამე წმინდა დარჩა თქვენთვის? ხო ისე, ზუგდიდის მერიას და მერს რომ ადანაშაულებთ იკითხეთ საერთოდ ჰქონდა ამ ქალს ზუგდიდში მიწერა, ქობულეთელია და არც არასდროს მიუმართავს ზუგდიდის მერიისთვის. კიდევ ერთხელ ვიზიარებ ჩვენს ქალაქში დატრიალებულ ტრაგედიას. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი სული!“ - წერს კვარაცხელია სოციალურ ქსელში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930