გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივნისი 13, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
"ვის გსმენიათ ქართული სუფრის შესახებ?! ",- ჯეიმი ოლივერი ქართული გასტრონომიის პოპულარიზაციას განაგრძობს

14-08-2024

"ვის გსმენიათ ქართული სუფრის შესახებ? ტრადიციული კულინარიული დღესასწაული, მუსიკის, მეგობრობის, ქართული კერძების და ღვინის ზეიმი - ეს ისეთივე უნიკალურია, როგორც ჟღერს და გამოიყურება!!“ - წერს მსოფლიოში ცნობილი შეფ-მზარეული ჯეიმი ოლივერი საკუთარ სოციალურ ქსელებში და ქართული გასტრონომიისა და ტრადიციული სუფრის შესახებ მორიგ ვიდეოს აქვეყნებს.


ჯეიმი ოლივერი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში საქართველოს გაზაფხულზე ეწვია.


ჯეიმი ოლივერი საქართველოს უნიკალურ კულტურას, სამზარეულოსა და ტურისტულ პროდუქტებს გაეცნო. ის საქართველოში მოგზაურობის ფარგლებში, ადგილობრივ შეფ-მზარეულობს შეხვდა და მათთან ერთად ქართული კერძები მოამზადა და დააგემოვნა.


კულინარიის ვარკსვლავის ჯეიმი ოლივერის გამომწერებს, სოციალური არხებით საშუალება აქვთ თვალი ადევნონ შეფ-მზარეულის ქართულ კულინარიულ თავგადასავალს.


ბრიტანელ შეფ-მზარეულს Instagram-სა და Facebook-ზეერთად 20 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს, ხოლო YouTube-ზე 6 მილიონამდე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30