16-08-2024
„ევროპული საქართველოს“ ყოფილი ლიდერი და პარტია „ფედერალისტების“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი აცხადებს, რომ „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგი წერეთელი სოციალურ ქსელში კომენტარებს სხვისი სახელითა და გვარით წერს.
როგორც ჩერგოლეიშვილი წერს, დიდი ხანია, გიგი წერეთლის ფეიკექაუნთი, სახელითა და გვარით - სალომე ჩხეიძე, გაშიფრული აქვს.
„ეს სალომე ჩხეიძე გიგი წერეთელია. ძაან ვერთობოდით ამაზე, კაი ხანია გაშიფრული გვყავს. რაღაც ბრიფინგი გამართა, პარტიის „წინწასულები“ წინ დაისვა, თავის ბრიფინგზე წერს ყალბი სახელით კომენტარებს და ივანიშვილთან გარიგებაში გვამხელს (მაგ სიმართლით უნდა იაროს). „მხარდამჭერი ახალგაზრდული“ რომ მოიგონა ძაან თესლად, ისე,“ - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
1-11-2024
1-11-2024