გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაალ ანჯაფარიძე: ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ვრცელი მასალა ორგანიზაცია NED-ზე, რომელიც დახასიათებულია, როგორც აშშ ხელისუფლების „თეთრი ხელთათმანები,“ რომელიც დაკავებულია სხვა ქვეყნებში ხელისუფლებების დამხობით

17-08-2024

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ეხმიანება ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ანგარიშს, რომელშიც აღნიშნულია, რომ დემოკრატიის ეროვნული ფონდი (NED) მოქმედებს, როგორც აშშ-ის ხელისუფლების „თეთრი ხელთათმანები”, რომელიც დიდი ხანია დაკავებულია სხვა ქვეყნებში ხელისუფლების დამხობით.


„ამერიკული დონორი ორგანიზაცია National Endowment for Democracy რამდენიმე ხნის წინ ჩვენი ხელისუფლების განხილვის და კრიტიკის ობიექტი იყო, საქართველოში გაცემული გრანტების გაუმჭვირვალობის გამო.


ახლახან ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ვრცელი მასალა ამ ორგანიზაციაზე, რომელიც დახასიათებულია, როგორც აშშ ხელისუფლების „თეთრი ხელთათმანები,“ რომელიც დაკავებულია სხვა ქვეყნებში ხელისუფლებების დამხობით, სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევით და ა.შ. მასალა საკმაოდ ვრცელია და აქ შეგიძლიათ გაეცნოთ, ვფიქრობ ღირს გაცნობა. საკუთარი თავის აღწერაში NED-ს უწერია, რომ ის "ეხმარება დემოკრატიებს დახურულ საზოგადოებებში," ანუ თავად განსაზღვრავს თუ რომელი საზოგადოებაა დახურული, რომ იქ სიტუაცია გამოასწოროს..... პირველივე კომენტარში იხილეთ NED-ს მიერ ბოლო წლებში საქართველოში გაცემული გრანტები და თავად შეგიძლიათ იმსჯელოთ თუ ვინ და რისთვის ღებულობს გრანტს და რამდენად ამომწურავია ინფორმაცია.


საინტერესოა, ისიც, რომ NED საქართველოს რატომღაც არა ევროპას, არამედ ევრაზიის რეგიონს მიაკუთვნებს”, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031