გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამთა მეგრელიშვილი: OCCRP-ის დოკუმენტი არის საგანგებოდ, მაღალი მიკერძოების ხარისხით მარტივად დაბეჭდილი თეთრი ფურცელი, რომელიც ბოლომდე უშინაარსოდ დარჩება

17-08-2024

"ხალხის ძალის" წევრი თამთა მეგრელიშვილი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ქონების შესახებ OCCRP-ს მიერ გავრცელებულ დოკუმენტს ეხმიანება.


მეგრელიშვილის თქმით, ეს არის საგანგებოდ, მაღალი მიკერძოების ხარისხით მარტივად დაბეჭდილი თეთრი ფურცელი, რომელიც ბოლომდე უშინაარსოდ დარჩება და ოპოზიციური სპექტრის სატელევიზიო სივრცეში ყალბიც ნამდვილი დოკუმენტის სახელით იტრიალებს, რათა ინფორმაციულად "დააბოლონ" და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ განაწყონ საკუთარი მსმენელი.


"OCCRP-მ საგამოძიებო მედია ორგანიზაციამ რამდენიმე ქართულ და რუსულ მედია პარტნიორთან ერთად განაცხადა, რომ ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მეუღლე რუსეთში ქონებას ფლობს. OCCRP-ს რედაქტორმა დრიუ სალივანმა ღიად განაცხადა "ჩვენ არ ვახდენთ ინფორმაციის ინტერპრეტაციას, ჩვენ მხოლოდ ფაქტებს ვაქვეყნებთო" და ყოველგვარი სამართლებრივი ფორმის დაცვის გარეშე ფურცელზე მათთვის სასურველი შინაარსით დაბეჭდილი ტექსტი წარმოადგინა ხაზგასმით - ეს რუსეთის ხელისუფლების მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტია რითაც მტკიცდება, რომ ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მეუღლე რუსეთში ქონებებს ფლობსო. წარმოდგენილი ფარატინა ფურცელი დოკუმენტად ვერ განიხილება რადგან მას არ აქვს დოკუმენტისათვის აუცილებელი სამართლებრივი ფორმა და ნიშანი. ეს არის საგანგებოდ, მაღალი მიკერძოების ხარისხით მარტივად დაბეჭდილი თეთრი ფურცელი, რომელიც ბოლომდე უშინაარსოდ დარჩება და ოპოზიციური სპექტრის სატელევიზიო სივრცეში ყალბიც ნამდვილი დოკუმენტის სახელით იტრიალებს, რათა ინფორმაციულად "დააბოლონ" და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ განაწყონ საკუთარი მსმენელი", - წერს მეგრელიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031