გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივლისი 04, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო ფოჩხუა: თუ არ ჩამოშორდა პოლიტიკურ სივრცეს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, ჯანსაღ ოპოზიციას არ უწერია პოლიტიკურ ველში შემოსვლა, ამიტომ არის აუცილებელი, „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვოს საპარლამენტო უმრავლესობა

20-08-2024

ექსპერტი ნინო ფოჩხუა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებას გამოეხმაურა. ექსპერტის თქმით, აუცილებელია „ქართულმა ოცნებამ“ ამ არჩევნებზე მოიპოვოს საპარლამენტო უმრავლესობა, რომ გაჯანსაღდეს ქართული პოლიტიკა.


„თუ არ ჩამოშორდა პოლიტიკურ სივრცეს დესტრუქციული პარტია, როგორიცაა კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რომელიც ასოცირდება ომთან, ნგრევასთან და ადამიანთა უფლებების ფეხქვეშ გათელვასთან, არა თუ საფრთხის ქვეშ დადგება ქვეყნის სუვერენიტეტი, მშვიდობა და ეკონომიკური წინსვლა, არამედ ჯანსაღ ოპოზიციას არ უწერია პოლიტიკურ ველში შემოსვლა, ამიტომ არის აუცილებელი „ქართულმა ოცნებამ“ ამ არჩევნებზე მოიპოვოს საპარლამენტო უმრავლესობა, რომ გაჯანსაღდეს ქართული პოლიტიკა!“, - წერს ნინო ფოჩხუა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031