20-08-2024
„ამასობაში უკრაინის რადამ მორიგი "გადაუდებელი" კანონისთვის მოიცალა, რომელიც თითქოსდა ქვეყნის ტერიტორიაზე უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიის (მოსკოვის საპატრიარქო) აკრძალვას ეხება,“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.
მისივე თქმით, რადას იურიდიულმა კომიტეტმა კანონთან დაკავშირებულ დასკვნაში აღიარა, რომ კანონი არღვევს ქვეყნის კონსტიტუციის არაერთი ფუნდამენტური მუხლის შინაარსს და პრინციპს, რომელთა რატიფიცირება უკრაინამ მთელ რიგ საერთაშორისო ხელშეკრულებებში მოახდინა.
„ამასობაში უკრაინის რადამ მორიგი "გადაუდებელი" კანონისთვის მოიცალა, რომელიც თითქოსდა ქვეყნის ტერიტორიაზე უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიის (მოსკოვის საპატრიარქო) აკრძალვას ეხება. მაგრამ "შულერობას" ნურც მოწინააღმდეგის, და ნურც საკუთარ რიგებში ნუ ექნება ადგილი. ამიტომ მოკლედ განვმარტავ ამ კანონის ძირითად დებულებას. დავიწყოთ "აკრძალვით" - კანონში დაფიქსირებულია შემდეგი ფორმულირება: "უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის აკრძალვის გადავადების შესაძლებლობა". გავარკვიოთ, რას გულისხმობენ. ახალ კანონს შემოაქვს შეზღუდვები უკრაინულ რელიგიურ ორგანიზაციების კავშირებში რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიასთან.
ამ კავშირების არსებობას (ან არარსებობას) განსაზღვრავს უკრაინის სახელმწიფო სამსახური ეთნოპოლიტიკისა და აღმსარებლობის თავისუფლების საკითხებში, რომელიც აღნიშნული კანონპროექტის ინიციატორი იყო.
ძირითად არგუმენტად აღნიშნულმა სამსახურმა რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის წესდება მოიყვანა, რომელშიც გაწერილია მისი კავშირი უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიასთან. ამ დროს, ეს უკანასკნელი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც 2022 წელს მკაცრად დაგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში და გაწყვიტა მოსკოვის საპატრიარქოსთან ყველანაირი ურთიერთობები. მიუხედავად ამისა, რადამ ეს არგუმენტები არც კი განიხილა. ასე რომ, თუ შესაბამისმა სახელმწიფო სამსახურმა რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიასთან რაიმე ტიპის კავშირები მაინც დააფიქსირა, უკრაინის საპატრიარქოს მათი შეწყვეტისათვის 9 თვე ეძლევა. თუ აღნიშნული ვადის გასვლისთანავე, ეს კავშირები არ შეწყდება - მხოლოდ ამ შემთხვევაში მოხდება ამ რელიგიური ორგანიზაციის საქმიანობის აკრძალვა. ისიც, ამ გადაწყვეტილებას მიიღებს ადმინისტრაციული სასამართლო და ეკლესიას მიეცემა მისი უმაღლეს ინსტანციებში გასაჩივრების შესაძლებლობა. თვით კანონი ძალაში შედის მისი მიღებიდან 30 დღეში - ამჯერად დასამტკიცებლად და ხელმოსაწერად ის პრეზიდენტთან გადაიგზავნა. ასე რომ, ყველაზე "საუკეთესო" ვარიანტში, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის აკრძალვის სამართლებრივი დაინიცირება 2025 წლის გაზაფხულ-ზაფხულზე ადრე ვერ განხორციელდება.
ამ დროისთვის კი შესაძლოა თეთრი სახლის ახალი მეპატრონის პოლიტიკა ზოგადად "უკრაინული ქეისის" მიმართ საერთოდ შეიცვალოს, ასევე სამხედრო-პოლიტიკურმა ვითარებამ გარკვეული ტრანსფორმირება განიცადოს.
საინტერესოა, რომ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციას სავსებით შეეძლო ისეთი კანონის ინიციირება, რომელიც უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიის დაუყოვნებლივ აკრძალვას გაითვალისწინებდა. თუმცა, გარკვეული მიზეზების გამო, მიღებული იქნა დროსა და სივრცეში გაწელილი აღსრულების გადავადების ვარიანტი. სხვათა შორის, თვით რადას იურიდიულმა კომიტეტმა თავის დასკვნაში აღიარა, რომ კანონი არღვევს ქვეყნის კონსტიტუციის არაერთი ფუნდამენტური მუხლის შინაარსს, ასევე არაერთ პრინციპს, რომელთა რატიფიცირება უკრაინამ მთელ რიგ საერთაშორისო ხელშეკრულებებში მოახდინა.
ასე რომ, დიდი ალბათობით ადგილი აქვს რუსოფობიის ფარგლებში მორიგ პიარ-აქციას და პროპაგანდისტულ ილეთს, ამჟამად უკვე საკანონმდებლო დონეზე, რომლის აღსრულება დაუქვემდებარეს კლასიკურ ტაიმერს: "ან ვირი მოკვდება, ან ვირის პატრონი" - ასე რომ ამ კანონის დამატებითი დრამატიზება ან დემონიზება ნამდვილად არ ღირს...“ წერს დავით ქართველიშვილი.
1-11-2024
1-11-2024