გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: ძალიან დაბნეულები არიან, თუმცა ყოველდღიურად იყენებენ ჩანაწერებს, რომლებზეც რამდენიმე ექსპერტიზა ამბობს რომ მონტაჟია

10-10-2018

„ლევან ყიფიანის ჩვენებიდან კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ეს იყო დადგმული სპექტაკლი“ - ამის შესახებ განცხადება პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ გააკეთა.


მისი თქმით, ერთ მხარეს დგანან ისინი, თავისი დადგმული სპექტაკლებით, ყალბი სანომრე ნიშნებით და მეორე მხარეს დგას „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი, ადამიანი, რომელმაც ამ ქვეყანაში განახორციელა 3 მილიარდ დოლარზე მეტის ქველმოქმედება.
„ისინი ცდილობენ, საზოგადოებას დააჯერონ, რომ რაღაც გარიგებებს ჰქონდა ადგილი და „ქართული ოცნება“ ძალადობდა ბიზნესზე, თუმცა კონკრეტულ კითხვებზე პასუხს ვერ სცემენ. ოქუაშვილი თავს არიდებს გამოძიებას, ვერც იმ მთავარ კითხვაზე პასუხობს, სად მიჰქონდა ის ფული და სად იხდიდა 6 მილიონი ლარის გადავადებაში 4 მილიონს. ერთი სიტყვით, ძალიან დაბნეულები არიან, თუმცა ყოველდღიურად იყენებენ ჩანაწერებს, რომლებზეც რამდენიმე ექსპერტიზა ამბობს რომ არის მონტაჟი, არის ყალბი“ - აცხადებს მდინარაძე.


მისი თქმითვე, საზოგადოება თავად გამოიტანს დასკვნას ამ ორ მხარეს შორის ვინ არის მართალი.


„საზოგადოება თავად გამოიტანს დასკვნას ამ ორ მხარეს შორის ვინ არის მართალი, სად არის სიმართლე და რამდენად შეიძლება „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან ერთად, მისი ინტერესებში ჩამჯდარი ზაზა ოქუაშვილი ამბობდნენ ერთ პროცენტ სიმართლეს მაინც“_ აცხადებს მდინარაძე.


მისივე თქმით, რამდენიმე კვირაა, ვუყურებთ და ვუსმენთ „ნაციონალური მოძრაობის“, მისი ყველა მედიასაშუალების და უკვე ზაზა ოქუაშვილის მიერ დაგეგმილ სპექტაკლს, რომელიც ემსახურება დაარტყას „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს იქ, სადაც „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი ყველაზე მყარად დგანან - ეს არის ბიზნესის თავისუფლება, ეს არის მედიის თავისუფლება და დემოკრატია".

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930