22-08-2024
დავით ქართველიშვილი 15 აგვისტოს The Wall Street Journal-ში გამოქვეყნებულ სტატიას სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს „რაც არ უნდა მოჩვენებითი „სამეკავშირეო“ ურთიერთობები გააჩნდეს პოლონეთს უკრაინასთან, ან გერმანიას პოლონეთთან - გამორიცხულია ამ ქვეყნების უახლოეს ისტორიაში „დამოკლეს მახვილი“ არ ახდენდეს თავის ზეგავლენას“.
მისივე თქმით, The Wall Street Journal-ი იტყობინება, რომ პოლონეთის პროკურატურამ გერმანიის ოფიციალური შეტყობინების მიუხედავად, საბოლოო უარი განაცხადა ჩრდილოეთ ნაკადების აფეთქებაში ეჭვმიტანილი უკრაინელების დაპატიმრებაზე.
„რაც არ უნდა მოჩვენებითი "სამეკავშირეო" ურთიერთობები გააჩნდეს პოლონეთს უკრაინასთან, ან გერმანიას პოლონეთთან - გამორიცხულია ამ ქვეყნების უახლოეს ისტორიაში "დამოკლეს მახვილი" არ ახდენდეს თავის ზეგავლენას. არც უკრაინელების მხრიდან 1943 წლის 13 ივლისის პოლონელების გენოციდია მივიწყებული და არც გერმანულ საკონცენტრაციო ბანაკებში განადგურებული სლავები. პოლონეთის პროკურატურამ გერმანიის ოფიციალური შეტყობინების მიუხედავად, საბოლოო უარი განაცხადა ჩრდილოეთ ნაკადების აფეთქებაში ეჭვმიტანილი უკრაინელების (ვლადიმერ ჟურავლიოვი, ევგენი უსპენსკი და სვეტლანა უსპენსკაია) დაპატიმრებაზე - ამის შესახებ იუწყება The Wall Street Journal-ი. გერმანული მხარის აზრით, პოლონელები განზრახ აჭიანურებდნენ ამ პირთა დაკავებას და პირიქით, ხელი შეუწყოს მათ უკრაინის ტერიტორიაზე გადაყვანაში.
უფრო მეტიც, პოლონეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა აღნიშნულ პირთა დაპატიმრებაზე კი არა - მათ დაჯილდოების აუცილებლობაზე დაიწყეს საუბარი. ვერ უშველა საქმეს ვერც გერმანიის კანცლერის ვიზიტმა ვარშავაში. 2024 წლის 15 აგვისტოს სტატიაში The Wall Street Journal-მა პირდაპირ დაადო ხელი ამ აფეთქების ორგანიზაციაში უკრაინის ყოფილ მთავარსარდალ ვალერი ზალუჟნის. გამომცემლობის ინფორმაციის, მას ამ ოპერაციის ჩანაფიქრი 2022 წლის მაისში დაებადა. მალევე შეიქმნა 6-კაციანი შემსრულებლების გუნდი.
თავდაპირველად პრეზიდენტმა ზელენსკიმ ზეპირსიტყვიერი თანხმობა განაცხადა ოპერაციის ჩატარებაზე, თუმცა შემდგომ, როგორც კი ამის შესახებ CIA-მ გაიგო და თითქოსდა აუკრძალა კიევს ოპერაციის განხორციელება - ჩანაფიქრის გაუქმება უბრძანა ზალუჟნის. მან კი უარი განაცხადა. მიზეზად კი პრეზიდენტს მოახსენა, რომ დივერსანტები უკვე მოწყვეტილნი არიან გარე სამყაროს და ახალ გარემოებებზე მათი ინფორმირება უკვე შეუძლებელია. მიუხედავად იმისა, რომ გამოძიებაში ჩართულია რამდენიმე ქვეყნის სპეციალისტები და გერმანულ მხარეს უეჭველი მტკიცებულებების ბაზა გააჩნია - კიევი დღემდე უარყოფს თავის მონაწილეობას გაზსადენების აფეთქებაში.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალური წარმომადგენლები ჯიუტად აწვებიან ვერსიას, რომ "ჩრდილოეთ ნაკადები" რუსეთის მიერ არის აფეთქებული. ამასობაში კი ბერლინიც ჩაუდგა კიევს "პოზაში" და უარს აცხადებს მის შეიარაღებით შემდგომ უზრუნველყოფაზე. მოკლედ, "რაღაც ყარს დანიის სამეფოში …“ - წერს დავით ქართველიშვილი.