გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოფიო ქაცარავა: მოხარული ვარ, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა თავისი ძირითადი პრინციპების ერთგული დარჩა

10-10-2018

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოფიო ქაცარავამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას მიმართა.


„ცვლილებები ორგანიზაციაში მხოლოდ და მხოლოდ პრინციპებისა და მთავარი ღირებულებების გაძლიერებას უნდა ემსახურებოდეს! ევროპის საბჭოს მომავალს ის მთავარი ღირებულებები განაპირობებს, რაც ორგანიზაციის ეფექტურობას, მდგრადობას და სანდოობას წარმოადგენს.


მოხარული ვარ, რომ გუშინდელი გადაწყვეტილებით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ერთგული დარჩა თავისი ძირითადი პრინციპების, რაც ზრდის ინსტიტუტის მიმართ ნდობას.


მინდა ასევე ხაზი გავუსვა კორუფციისადმი ბრძოლის საკითხს, რაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის და წევრი ქვეყნების ერთ-ერთ პრიორიტეტს და საზრუნავს უნდა წარმოადგენდეს.


მნიშვნელოვანია წევრი ქვეყნები ვიზიარებდეთ იმ საერთო სტანდარტს, რომელზეც ორგანიზაცია დგას, ვიყოთ თანმიმდევრულები და სწორად წამოვჭრათ საკითხები"-განაცხადა ქაცარავამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930