გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო ფოჩხუა ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოებაზე: არ არიან ადამიანის მკვლელობაზე წამსვლელები, თუ დაავიწყდათ ბიძია თემურის მილიონის და „სნაიპერსკი ვინტოვკის“ ამბავი?

22-08-2024

„ნურავის ექნება იმედი და ცრუ მოლოდინი იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ გუშინ გაჟღერებული მესიჯი, ქუდზე კაცის გამოსვლასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის ნაკლებობას ნიშნავს. ბოლო კვლევით 60% გარანტირებული აქვს პარტიას, მაგრამ მეტია საჭირო და აუცილებელი, მარტო იმისთვისაც კი, რომ დაუბრკოლებლად გასამართლდეს დამნაშავე "ნაციონალური მოძრაობა,“ - წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა, რითაც გამოეხმაურა მცხეთაში „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლას.


როგორც ფოჩხუა ოპოზიციას დესტრუქციულს და მხოლოდ პირად ინტერესებზე ორიენტირებულს უწოდებს ა ამბობს, რომ ისინი რაც შეიძლება ნაკლები დეპუტატებით უნდა იყვნენ წარმოდგენილი პარლამენტში.


„ნურავის ექნება იმედი და ცრუ მოლოდინი იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ გუშინ გაჟღერებული მესიჯი, ქუდზე კაცის გამოსვლასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის ნაკლებობას ნიშნავს. ბოლო კვლევით 60% გარანტირებული აქვს პარტიას, მაგრამ მეტია საჭირო და აუცილებელი, მარტო იმისთვისაც კი, რომ დაუბრკოლებლად გასამართლდეს დამნაშავე „ნაციონალური მოძრაობა“, ასევე, უსამშობლო, დესტრუქციული, მხოლოდ პირად ინტერესებზე ორიენტირებული ოპოზიცია რაც შეიძლება ნაკლები დეპუტატებით იქნას წარმოდგენილი პარლამენტში და გარდა ამისა, მმართველმა პარტიამ დაუბრკოლებლად შეძლოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, შეინარჩუნოს მშვიდობა, გააჯანსაღოს პოლიტიკური ველი და გაგრძელოს ეკონომიკური წინსვლა. ასე რომ წიწილებს შემოდგომაზე ითვლიანო, ნათქვამია. P.S. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოებას, რა არ არიან ადამიანის მკვლელობაზე წამსვლელები (ყველას გვახსოვს 2012 წელს როგორ დაჰყვებოდა ამერიკის მაშინდელი ელჩი ივანიშვილს რეგიონებში, რადგან იყო ინფორმაცია მისი ლიკვიდაციის შესახებ) თუ დაავიწყდათ ბიძია თემურის მილიონის და „სნაიპერსკი ვინტოვკის“ ამბავი? “- წერს ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930