გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჯო ბაიდენის, კამალა ჰარისისა და ბარაკ ობამას მიმართ სოციალურ ქსელში მუქარის გამო, ტენესელ კაცს ბრალი წაუყენეს - NBC News

25-08-2024

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის, ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისისა და ყოფილი პრეზიდენტის ბარაკ ობამას მიმართ სოციალურ ქსელში სავარაუდო მუქარის გამო 37 წლის ტენესელ კაცს ბრალი წაუყენეს. ინფორმაციას NBC News-ი იუსტიციის დეპარტამენტის პრესრელიზზე დაყრდნობით ავრცელებს. 


დეპარტამენტის ცნობით, კილ ალტონ ჰოლს ბრალი წაუყენეს მოქმედი პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის მიმართ მუქარის ორი მუხლით და ყოფილი პრეზიდენტის მიმართ მუქარის ერთი მუხლით. თითოეულ ბრალდებაზე მას 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 


ხელისუფლება აცხადებს, რომ მამაკაცმა მუქარის შემცველი განცხადებები სოციალური მედიის პლატფორმა X-ზე გამოაქვეყნა. ბრალდებული, სავარაუდოდ, დაემუქრა ბაიდენს „მოკვლით, მკვლელობით, სროლითა და თვითმფრინავის ჩამოგდებით“. ის მოკვლით დაემუქრა ჰარისსა და ობამასაც. საქმე აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა გამოიძია. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031