გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მებაჟე ოფიცრებმა სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოავლინეს

27-08-2024

მიმდინარე წლის 22 – 25 აგვისტოს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სგპ „სარფში" მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების როგორც ფიზიკური ასევე, ბარგის/ხელბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, მალულად განთავსებული დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონა: 402,08 გრამი) საიუველირო ნაკეთობები გამოავლინეს.


„არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ ჯამში 47 214,18 ლარი შეადგინა. აღნიშნულ საბაჟო-გამშვებ პუნქტზე, მებაჟე ოფიცრების მიერ კიდევ ერთი კანონდარღვევის ფაქტი გამოვლინდა - უცხო ქვეყნის მოქალაქეს საზღვარზე არადეკლარირებული 40 000 აშშ დოლარი და ოქროს საიუველირო ნაკეთობები (წონა: 328.46 გრამი) შემოჰქონდა.


კანონდამრღვევი მოქალაქეების საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა” –აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930