გაიგე განსხვავებული

შაბათი, ივლისი 26, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შალვა პაპუაშვილი: მივესალმები პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას, რომ კახეთის გზატკეცილზე დაიდგას საქართველოს უკანასკნელი ლომის, ქრისტიანული ცივილიზაციის მებასტიონეს, ბრძენი მეფე ერეკლე მეორის ძეგლი

27-08-2024

„მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას, რომ თბილისში, კახეთის გზატკეცილზე დაიდგას საქართველოს უკანასკნელი ლომის, ქრისტიანული ცივილიზაციის მებასტიონეს, ბრძენი მეფე ერეკლე მეორის ძეგლი,” - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს.


როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, მეფის, რომელმაც სიცოცხლის თითოეული ამოსუნთქვა საკუთარ სამშობლოს და ხალხს შესწირა, ყმაწვილკაცობის ასაკიდან ცხოვრება საქართველოს გაერთიანებას და მშვიდობიანი მომავლისთვის ბრძოლას შეალია, ქვეყანას გამარჯვებების ბედნიერება დაუბრუნა.


„მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას, რომ თბილისში, კახეთის გზატკეცილზე დაიდგას “საქართველოს უკანასკნელი ლომის”, ქრისტიანული ცივილიზაციის მებასტიონეს, ბრძენი მეფე ერეკლე მეორის ძეგლი. მეფის, რომელმაც სიცოცხლის თითოეული ამოსუნთქვა საკუთარ სამშობლოს და ხალხს შესწირა, ყმაწვილკაცობის ასაკიდან ცხოვრება საქართველოს გაერთიანებას და მშვიდობიანი მომავლისთვის ბრძოლას შეალია, ქვეყანას გამარჯვებების ბედნიერება დაუბრუნა. მეფის, რომლის ავტორიტეტს და გმირობებს პატივს სცემდნენ დასავლეთშიც და აღმოსავლეთშიც,” - წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031