27-08-2024
„ყველა ბინძური პროვოკაციისა და საქართველოში ბოლო წლებში მომხდარი არაერთი საბოტაჟის მცდელობის უკან, უცხოური ბინძური ფული იდგა. სწორედ ამ “შავი” ფულის დასაცავად მიმდინარეობდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და ის ინსინუაციური კამპანიები, რასაც უცხოელი აქტორების დაკვეთით, ადგილობრივი “აგენტოკრატები” ახორციელებდნენ,“ - წერს „ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე ანტიკორუფციული ბიუროს ინფორმაციის შესახებ, რომლის მიხედვითაც კონკრეტული ოპოზიციური პარტიები დაფინანსებას სრულად ან ნაწილობრივ არ ასაჯაროებენ.
ქადაგიძის თქმით, თავისუფლად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ პოლიტიკური პარტიებიც იმ ბინძური ფინანსებით საზრდოობენ, რომელსაც სხვადასხვა უკანონო ქმედებებით იღებენ უცხოეთიდან.
„კიდევ ერთი მტკიცებულება თუ რა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, კანონი გამჭვირვალობის შესახებ! ყველა ბინძური პროვოკაციისა და საქართველოში ბოლო წლებში მომხდარი არაერთი საბოტაჟის მცდელობის უკან, უცხოური ბინძური ფული იდგა. სწორედ ამ „შავი“ ფულის დასაცავად მიმდინარეობდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და ის ინსინუაციური კამპანიები, რასაც უცხოელი აქტორების დაკვეთით, ადგილობრივი “აგენტოკრატები” ახორციელებდნენ. ახლა, თავისუფლად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ პოლიტიკური პარტიებიც ამავე ბინძური ფინანსებით საზრდოობენ, რომელსაც სხვადასხვა „შავი ხვრელებითა“ და უკანონო მაქინაციებით იღებენ უცხოეთიდან. საინტერესოა, მოხვდება თუ არა ეს ბუნდოვანი დაფინანსებები, იმ საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებში, რომლებიც არჩევნებს დააკვირდებიან თუ ამ შემთხვევაშიც იმოქმედებს კლასიკად ქცეული, ამერიკული გამოთქმა - „ნაძირალაა, მაგრამ ჩვენი ნაძირალაა?!” - წერს ქადაგიძე ფეისბუქზე.
1-11-2024
1-11-2024