გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ოკუპირებულ აფხაზეთს რუსეთის საკრუიზო მარშრუტებში ჩართვა სურს

11-10-2018

აფხაზეთის დეფაქტო ეკონომიკის სამინისტრომ რუსულ კომპანია „შავი ზღვის კრუიზებთან“ რუსეთის საზღავო კრუიზების მარშრუტებში ჩართვაზე გამართა მოლაპარაკებები. ინფორმაციას Jamnews-ი ავრცელებს.


საუბარია რუსული ლაინერი „თავადი ვლადიმირის“ განრიგში აფხაზეთის ჩართვაზე. ეს გემი სოჭი-ნოვოროსიისკი-იალტა-სევასტოპოლი-სოჭის მიმართულებით აპრილიდან ოქტომბრამდე გადაადგილდება ხოლმე. 


გამოცემის ცნობით, ამ პროექტის განსახორციელებლად სოხუმის ყურის აკვატორიაში ფსკერის გაღრმავებაა საჭირო, რაც ძვირადღირირებულ სამუშაოებს გულისხმობს.


აფხაზეთის დეფაქტო ეკონომიკის მინისტრის ბათალ თარბამ დაადასტურა, რომ არსებობს განსაზღვრული საორგანიზაციო, ტექნიკური და სამართლებრივი პირობები, რომლებიც აფხაზეთმა უნდა შეასრულოს საიმისოდ, რომ ის ლაინერის მარშრუტში ჩართონ.


„აფხაზეთის საზღვაო სანაოსნომ უკვე დიდი სამუშაო ჩაატარა, და რიგი ამ საკითხებისა უკვე მოხსნილია“, — განაცხადა თარბამ, თუმცა არ დაუკონკრეტებია, თუ ზუსტად რაზე ლაპარაკობდა.



imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930