გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სადოქტორო განათლების ხარისხისა და სადოქტორო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების შეფასების ხარისხის უზრუნველყოფის ახალი ჩარჩო დოკუმენტი დამტკიცდა

30-08-2024

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს სადოქტორო განათლებისა და სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტის ხარისხის უზრუნველყოფის სრულყოფა და განვითარება. ამ მიზნით, სამინისტროს ინიციატივით შემუშავდა და დამტკიცდა სადოქტორო განათლების ხარისხისა და სადოქტორო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების შეფასების კონცეპტუალურად სრულიად ახალი სტანდარტი, რომელიც უზრუნველყოფს სადოქტორო ნაშრომების სამეცნიერო-კვლევითი პროცესის ხარისხის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას.


აღსანიშნავია, რომ განახლებული დოკუმენტიმოიცავს სადოქტორო საფეხურის კვლევის სპეციფიკას კვლევის თანამედროვე მიდგომების გათვალისწინებით. ის ეფუძნება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს და სადოქტორო განათლების სახელმძღვანელო პრინციპებს.


დოკუმენტი შეეხებაისეთ საკითხებს, როგორებიცაა: სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების წინაპირობები, დისერტაციისდაცვაზე დაშვების წინაპირობები, დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელის საკვალიფიკაციო მოთხოვნები, ნაშრომის რეცენზირებისპროცესი, დოქტორანტების და ხელმძღვანელების თანაფარდობა დ. ა. შ.


აღნიშნული ჩარჩო დოკუმენტი დაინტერესებული მხარეების ფართო ჩართულობით შემუშავდა – შინაარსობრივი მხარე და ყველა მნიშვნელოვანი დეტალი განხილულ იქნა რექტორთა საბჭოს სხდომებზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031