31-08-2024
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დიმიტრი ხუნდაძე არასამთავრობო ორგანიზაცია „სირცხვილიას“ მიერ გამჭვირვალობის შესახებ კანონის რეესტრში რეგისგტრაციასთნ დაკავშირებით გადაწყვეტილების გაუქმებას ეხმიანება.
„სირცხვილიამ“ ჭამა სირცხვლი“- აღნიშნავს ხუნდაძე და განმარტავს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციამ ბულინგს ვერ გაუძლო და ამიტომ, საწყის პოზიციას დაუბრუნდა, რაც ქვეყნის დაზიანებასა და ტყუილს გულისხმობს.
„სირცხვილიას“, როგორც ჩანს, მცირე ხნით გაუნათდა გონება და დააპირა სიმართლის თქმა, მაგრამ დიდხანს ვერ გასტანა. „სირცხვილიამ“ ჭამა სირცხვილი, შიდა საოჯახო ბულინგს ვერ გაუძლო და დაუბრუნდა საწყის პოზიციას - ტყუილი, ქვეყნის დაზიანება. „სირცხვილია“ დარჩა „სირცხვილიად,“ - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.
1-11-2024
1-11-2024