გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: გამჭვირვალობის შესახებ კანონში არ არის დადგენილი არავითარი შეზღუდვები და ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ 300-ზე მეტმა ორგანიზაციამ უკვე მიმართა იუსტიციის სამინისტროს რეგისტრაციასთან დაკავშირებით

31-08-2024

„გამჭვირვალობის შესახებ კანონში არის გამოყენებული აბსოლუტურად ნეიტრალური ტერმინოლოგია, არ არის დადგენილი არავითარი შეზღუდვები და სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ 300-ზე მეტმა ორგანიზაციამ უკვე მიმართა იუსტიციის სამინისტროს რეგისტრაციასთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, ორგანიზაციების ნახევარზე მეტმა შეიტანა განაცხადი რეგისტრაციასთან დაკავშირებით, რაც არის აბსოლუტურად მისასალმებელი.


„არ ვიცი, რამდენია ჯამში იმ ორგანიზაციების რაოდენობა, რომლებიც უცხოეთიდან იღებენ დაფინანსებას, არა მგონია, რომ 500-ზე ბევრად მეტი იყოს. რეალურად, ამ ორგანიზაციების ნახევარზე მეტმა შეიტანა განაცხადი რეგისტრაციასთან დაკავშირებით, რაც არის აბსოლუტურად მისასალმებელი. ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ არავითარ სტიგმატიზაციას ეს კანონი არ იწვევს. ამ კანონში არის გამოყენებული აბსოლუტურად ნეიტრალური ტერმინოლოგია, არ არის დადგენილი არავითარი შეზღუდვები და სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ 300-ზე მეტმა ორგანიზაციამ უკვე მიმართა იუსტიციის სამინისტროს რეგისტრაციასთან დაკავშირებით“, - განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930