გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, მაისი 20, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სები: 2024 წლის ივლისის მდგომარეობით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 86.8 მლრდ ლარს შეადგენს

2-09-2024

2024 წლის ივლისის ბოლო მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 17 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 13 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით (50%-ზე მეტი უცხოური კაპიტალის მონაწილეობით). ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკურ მონაცემებშია აღნიშნული.


სების ცნობით, 2024 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 86.8 მლრდ ლარს შეადგენს.


ამავე ინფორმაციით, საბანკო სექტორის კაპიტალი 13.0 მლრდ ლარია, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 15.0 პროცენტია.


წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031