გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ზარქუა თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე: ამ ალქაჯების გაერთიანება, რაც დღეს აქ ხდება, მგონია, რომ ტყუილად დროის და ფულის ხარჯვაა

3-09-2024

„ამ ალქაჯების გაერთიანება, რაც დღეს აქ ხდება, მგონია, რომ ტყუილად დროის და ფულის ხარჯვაა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ თბილისის მე-8 საერთაშორისო კონფერენციაზე, სახელწოდებით „გარდამტეხი წელი“ საუბრისას განაცხადა.


„ყოველწლიურად იკრიბებიან ჩვენი ადგილობრივი უსამშობლოები, აგენტურა და შემდეგ ზოგი ხელმოცარული დიპლომატი, ზოგი ევროპარლამენტს მიღმა დარჩენილი, მაგალითად, ფოტიგა საკუთარმა მოსახლეობამ არ აირჩია და ბევრი დრო აქვს ახლა და ამიტომ მოგზაურობს. რატომაც არა, ულამაზესი ქვეყანა გვაქვს. ხან აქ შემოირბენს, ხან იქ შემოირბენს - თან უფინანსებენ. ბევრი ფოტიგები ესწრებიან. ეს არის უბრალოდ, ალქაჯების გაერთიანება, რომლებიც მორალს გვიკითხავენ, გვმოძღვრავენ, დემოკრატიაზე ნოტაციებს გვიკითხავენ და ვინ? ერთი ამერიკელის, დევიდ კრამერის პოზიცია მოვისმინე. ერთ-ერთი მორიგი უსამშობლოა, „ნაცების“ სატელიტი და ლობისტი და მორალს გვიკითხავს. ბიჭო, შენს ქვეყანაში პრეზიდენტობის კანდიდატს ტყვიას ესვრიან, ოპონენტები, რესპუბლიკელები ბრალს გდებენ, რომ ბაიდენის მთავრობა იურიდიულ დეპარტამენტს პოლიტიკური ნიშნით იყენებსო. ანუ, დევნას ახორციელებსო.


ასეთი შეხლა-შემოხლა და ფაქტები გაქვთ. მერე რანაირად შემოგიტრიალდება ენა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ან ქართველ ხალხს ჭკუა ასწავლო დემოკრატიაზე. ჟურნალისტებს აგდებთ, “Fox News”-დან ის ცნობილი ჟურნალისტი განსხვავებული პოზიციის გამო გამოაგდეთ და ჩვენთან ვინც კი მწვალებელი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, ვინც კი ზონდერი და სისხლიანი პროკურორი იყო, ზოგი ახლა ჟურნალისტად და მედიამენეჯერად გვევლინება, ზოგმა კიდევ პოლიტიკოსობა აირჩია და ყველას აქვს შესაძლებლობა, რომ თავის პლატფორმაზე იბჟუტუროს და სიგიჟეები იძახოს. ახლა დემოკრატია იქ უფრო მაღალია თუ ჩვენთან?”, - განაცხადა ზარქუამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2024    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031