12-10-2018
imedinews-ის ინფორმაციით, ბავშვთა სამყაროს ხანძრის შედეგად დაზარალებული თავის დაწვას ცდილობდა და საწვავით სავსე ბოთლი სამართალდამცველებმა წაართვეს.
ბავშვთა სამყაროს ხანძრის შედეგად დაზარალებულები მთავარ პროკურატურასთან ამ წუთებში აქციას მართავენ. მათი განცხადებით დაზარალებულებს ფინანსური პრობლემები აქვთ, გამოუვალ მდგომარეობაში არიან და მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში თავის დაწვით იმუქრებიან.
შეკრებილები, „ბავშვთა სამყაროს“ სააქციო საზოგადოებას ხანძარზე პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებენ. ისინი დამნაშავეების დასჯას, ზარალის ანაზღაურებასა და მთავარ პროკურორთან შეხვედრას ითხოვენ. პროკურატირის ინფორმაციით, შალვა თადუმაძე დაზარალებულებს ოთხშაბათს შეხვდება.
16-11-2024
16-11-2024