გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
მთავარ პროკურატურასთან „ბავშვთა სამყაროში“ ხანძრის შედეგად დაზარალებულების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

12-10-2018

მთავარ პროკურატურასთან „ბავშვთა სამყაროში“ ხანძრის შედეგად დაზარალებულების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. როგორც ჟურნალისტებს დაზარალებულთა ადვოკატმა ფრიდონ სიხუაშვილმა განუცხადა, აქციის მონაწილეები აპირებენ, პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართონ. მისი თქმით, დაზარალებული მოვაჭრეები, ფაქტობრივად, ორი წელია პროკურატურისგან დამნაშავის გამოვლენასა და მის დაკავებას ითხოვენ. ადვოკატის თქმით, დაზარალებულები მიიჩნევენ, რომ „ბავშვთა სამყაროში" ხანძრის გაჩენაში მონაწილე პირებს ხელისუფლება და პროკურატურა ხელს აფარებენ.


ამასთან, აქციის მონაწილეები „ბავშვთა სამყაროს" დირექციისგან ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ.


„საქართველოში გვყავს მატყუარა და ცრუ ინფორმაციის გამავრცელებელი პროკურატურა. იმის ნაცვლად, რომ დააკავონ დამნაშავეები და ის, ვინც ამ ოჯახების გენოციდი შეუკვეთა, გადაწვა „ბავშვთა სამყარო“, გვესმის, რომ ეს ადამიანები ზიანის ანაზღაურებას პროკურატუტისგან ითხოვენ. ასე არ არის, პროკურატურა ცრუ ინფორმაციას ავრცელებს. ეს ადამიანები დამნაშავის დასჯას და გამოვლენას ითხოვენ. ხელისუფლება და პროკურატურა ხელს აფარებენ დამნაშავეებს და არ იჭერენ. დღეს, ეს ხალხი ამბობს, რომ ბენზინი უნდა გადაისხან და თავი უნდა დაიწვან. პროკურატურა და ხელისუფლება დუმს და არაფერს აკეთებენ.

დღევანდელი პროკურორი შალვა თადუმაძე როდესაც კანცელარიაში ადმინისტრაციის უფროსი იყო, ეს ხალხი კანცელარიასთან წვიმასა და თოვლში იდგა, მაშინ ერთხელაც არ ჩამოსულა თადუმაძე ამათთან. დღეს აცხადებს, რომ თითქოს, მან საქმის ვითარება არ იცის. ეს არის უნამუსო განცხადება. მან ყველაფერი კარგად იცის. კეთილი ინებოს, გამოვიდეს და საჯაროდ ამ ხალხთან ერთად პირობა დადოს, რომ უსწრაფესად დაისჯება დამნაშავე", - განაცხადა სიხუაშვილმა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.


ipn.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930