გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

4-09-2024

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბორჯომის ხეობაში, დაბა ახალდაბას მიმდებარედ, ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.


ცეცხლის ქრობის პროცესში, დღეს დილიდან სასაზღვრო პოლიციის 4 ვერტმფრენი მონაწილეობდა.


„მეხანძრე-მაშველების მიერ სალოკალიზაციო და სალიკვიდაციო ინტენსიური სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა.
ხანძრის ქრობის პროცესში 150-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი იყო ჩართული.


ხანძრის ადგილზე მეხანძრე-მაშველები რჩებიან და მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების დამუშავება. ადგილზე უსაფრთხოებისა და მონიტორინგის მიზნით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან” –აღნიშნულია განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31