5-09-2024
ეს არის კიდევ ერთხელ დადასტურება და გამოხატულება იმ ფაშისტური პოლიტიკის და საქმიანობის, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ეწევა და აგრძელებს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ „ქართული ოცნების“ წევრის, ერმილე გიგიაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.
მან მმართველი გუნდის სახელით მწუხარება გამოთქვა და მიუსამძიმრა გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს.
„დღევანდელი ბრიფინგის დაწყება გვიწევს უმძიმესი ამბით, რომელიც ეხება ჩვენი გუნდის წევრის, ერმილე გიგიაძის გარდაცვალებას. გუშინ, წყალტუბოში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი როლანდ ნუცუბიძე ჩვენი პარტიის ოფისში მივარდა და ერმილე გიგიაძეს არაერთგზის სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შედეგადაც, ნერვიულობის ფონზე, ეს ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა.
ეს არის კიდევ ერთხელ დადასტურება და გამოხატულება იმ ფაშისტური პოლიტიკის და საქმიანობის, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ეწევა და აგრძელებს ამას თავისი ჩვეული მეთოდებით.
მინდა, ჩვენი გუნდის სახელით გამოვხატო ღრმა მწუხარება და სამძიმარი ერმილე გიგიაძის ოჯახის მისამართით და ახლობლების მისამართით“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.