გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ჩიხელიძე: სამართლიანი არჩევნების ანგარიში წმინდა პოლიტიკური დოკუმენტია, რომლის ძირითადი ხაზი მმართველი გუნდის და ცესკოს დისკრედიტაციას ემსახურება

5-09-2024

„სამართლიანი არჩევნების ანგარიში წმინდა პოლიტიკური დოკუმენტია, რომლის ძირითადი ხაზი მმართველი გუნდის და ცესკოს დისკრედიტაციას ემსახურება“, - ამის შესახებ ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს. 


მისი თქმით, არჩევნების მიზეზით ქვეყანა და პროექტები ვერ გაჩერდება.


„გავეცანი სამართლიანი არჩევნების უსამართლო ანგარიშს, რომელიც მრავალ ბუნდოვანებას და უზუსტობას შეიცავს. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების არაოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის ანგარიშში საუბარი რამდენიმე ტექნიკური ხასიათის პრობლემაზეა და არა დარღვევაზე.


სამართლიანი არჩევნების ანგარიში წმინდა პოლიტიკური დოკუმენტია, რომლის ძირითადი ხაზი მმართველი გუნდის და ცესკოს დისკრედიტაციას ემსახურება, ანგარიშში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ კანონმდებლობა არასაარჩევნო პერიოდში სხვადასხვა პროექტების განვითარებას არ კრძალავს მაგრამ მაინც დანაშაულია.


ხვდებით ორგანიზაციის მიკერძოებულობის მასშტაბს? კანონის მოთხოვნა არ ირღვევა მაგრამ მაინც არასწორია რომ სახელმწიფო გზებს აგებს, ინფრასტრუქტურას ავითარებს და ა.შ.


ცესკოს წევრის ანა კობახიძის განცხადება გამახსენდა, კანონი მასწავლებელს, მერიის/საკრებულოს წევრს დროებითი კომისიის წევრობას არ უკრძალავს მაგრამ მაინც არ შეიძლება, კანონდარღვევა არისო!... კიდევ ერთი "დარღვევა", მმართველი გუნდის წარმომადგენლის მიერ მოსახლეობისთვის წყლის ჩუქება არის, არ მოგესმათ, დიახ წყლის ჩუქება! ერთ ერთ სოფელს წყალი არ ჰქონდა, ოცნების წევრი კი მათ წყლით დაეხმარა (საკუთარი მეურნეობა აქვს) რაც ადრეც არაერთხელ განუხორციელებია... როცა ანგარიშში მსგავს ფაქტებს ხვდები, ნიშნავს, რომ საქართველოში არაოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდი დარღვევების გარეშე მიმდინარეობს.


პ.ს. რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ და პროექტების ნაწილს, არჩევნების მიზეზით ქვეყანა და პროექტები ვერ გაჩერდება!“ - წერს ჩიხელიძე. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930