გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
კახა კალაძე - შემოვლით რკინიგზაზე კვლევა უნდა ჩატარდეს

16-01-2018

დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ შემოვლით რკინიგზაზე გადაწყვეტილება შესაბამისი კვლევის საფუძველზე უნდა იყოს მიღებული.

თბილისის მერის თქმით, არსებობს რამდენიმე ვარიანტი – თბილისის ცენტრიდან სამგზავრო და სატვირთო ხაზები, ან მხოლოდ სატვირთო ხაზები გადავიდეს.

„კვლევის საფუძველზე უნდა გვქონდეს პასუხი, რა და როგორი პროექტი უნდა განხორციელდეს“, – განაცხადა კალაძემ.

თბილისის გენგეგმის პროექტთან დაკავშირებით, მერიის ერთ-ერთი შენიშვნა სწორედ შემოვლით რკინიგზას უკავშირდება.

„რკინიგზის სამგზავრო მონაკვეთის (დიდუბე-სამგორი) გაუქმების გადაწყვეტილება არ არის საკმარისად დასაბუთებული“, – აღნიშნულია მერიის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.


1tv.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728