გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე პრემიერ-მინისტრის ინიციატივის კრიტიკოსებზე: კრიტიკამაც არ დააყოვნა, ეგენი სხვა მთავრობის დაფინანსებული ორგანიზაციები არიან, ამიტომ რა პრობლემააო, მაშინ არასამთავრობო რატომ, დავარქვათ „გარესამთავრობო“ ორგანიზაციები

9-09-2024

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ინიციატივის ირგვლივ რადიკალების მხრიდან ამტყდარ აჟიოტაჟს ეხმიანება.


მდინარაძე ირონიულად წერს, რომ თუ არასამთავრობოა ორგანიზაცია, რომელიც სხვა ქვეყნის მთავრობისგან ფინანსდება, მაშინ მას არასამთავრობო კი არა, „გარესამთავრობო“ ორგანიზაცია უნდა ერქვას.


„როგორ შეიძლება, მთავრობის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციას არასამთავრობო ეწოდოს?! არასამთავრობოა ორგანიზაცია, რომელიც სხვა ქვეყნის მთავრობისგან ფინანსდება! P. S. კრიტიკამაც არ დააყოვნა, მართალია, ეგენი სხვა მთავრობის დაფინანსებული ორგანიზაციები არიან და არა საკუთარი ქვეყნის მთავრობის, ამიტომ რა პრობლემააო. მაშინ არასამთავრობო რატომ, დავარქვათ გარესამთავრობო ორგანიზაციები. მაგალითად, NED - აფინანსებს აშშ-ის მთავრობა; GIZ - აფინანსებს გერმანიის მთავრობა; USAID - აფინანსებს აშშ-ის მთავრობა; UNDP - აფინანსებს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია; EED - აფინანსებს ევროკავშირი; NDI - აფინანსებს აშშ-ის ცენტრალური ბიუჯეტი; IRI - აფინანსებს აშშ-ის ცენტრალური ბიუჯეტი… ნაცურ-აგენტურული ლოგიკით, ესეც რუსული მიდგომაა!“, - წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031