გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი სტუდენტების პირველ ნაკადს 2020 წლისთვის მიიღებს

13-10-2018

ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი სტუდენტების პირველ ნაკადს 2020 წლისთვის მიიღებს-ამის შესახებ bm.ge-ს ფონდ ,,ქართუს“ ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ჩხეტიანმა განუცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე სამშენებლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და პირველი ეტაპი სწორედ 2020 წელს დასრულდება.


"პირველი ეტაპისთვის აშენდება რამდენიმე სასწავლო კორპუსი, თავისი სტუდენტური საერთო საცხოვრებლებითა და საჭირო ინფრასტრუქტურით. ტეროტორიაზე აშენდება ასევე სპორტული და გასართობი ობიექტებიც.“-განაცხდა ჩხეტიანმა.


ფონდის ხელმძღვანელი ამბობს, რომ პირველი ეტაპის სამუშაოები რამდენიმე ასეული მილიონი დოლარი დაჯდება, მთლიანად პროექტი კი ნახევარი მილიარდი დოლარის ღირებულებისაა.


პირველ ნაკადად ქუთაისი უნივერსიტეტი, რამდენიმე ათას სტუდენტს მიიღებს მათემატიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და მენეჯმენტის ფაკულტეტებზე, გაიხსნება განათლების სკოლაც. მოგვიანებით, უნივერსიტეტს სხვა ფაკულტეტებიც დაემატება.



bm.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930